სააკაშვილი: ვინც პარლამენტის ქუთაისში გადმოტანას ეწინააღმდეგება, ის საქართველოს მტერს ემსახურება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს,
საქართველოში არიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ისტერიულად და გააფთრებით
ეწინააღმდეგებიან პარლამენტის ქუთაისში გადატანას.
როგორც პრეზიდენტმა დღეს, ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის
განახლებული თეატრის გახსნისას განაცხადა, ასეთი პოლიტიკური ძალები საქართველოს
მტერს ემსახურებიან.
სააკაშვილის თქმით, საქართველო ადრე, ერთი ქუჩიდან იმართებოდა და
ამიტომ ქვეყანა ძალიან ადვილად დაყოფადი იყო.
„ქუთაისი ყოველთვის საქართველოს ერთიანობის სიმბოლო იყო, დღეს ყველამ
ვიცით, რომ აქ უმუშევრობის დონე კვლავ დაბალია, მაგრამ დღევანდელი დღე, ეს არის
დასაწყისი ახალი ქუთაისის, ახალი იმედისა და მომავლის დაბადების. იმისთვის კი, რომ
თქვენ ამაში მოგვყვებით, მინდა მადლობა გითხრათ“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge