პარლამენტის
თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, დღეს,
მარტვილის რაიონის სამ სოფელს სტუმრობდა.
ბაქრაძე სოფელ დიდი ჭყონის მოსახლეობას შეხვდა,
რომელთაც სამეგრელოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო
და ყურადღება სოციალურ საკითხებზე, ეკონომიკურ და საკურორტო ზონის განვითარებაზე
გაამახვილა.
ამას გარდა, პარლამენტის
თავმჯდომარემ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებიც მოისმინა, რომელთაც სასოფლო-სამეურნეო
სამუშაოებში დახმარება ითხოვეს.
სპიკერის განცხადებით,
ყველა ის პროექტი, რომელიც რეგიონში ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობას არსებულ
პრობლემებს მოუგვარებს.
რაც შეეხება
სასოფლო-სამეურნეო მიწებს, ამ საკითხებზე, მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
უკვე მუშაობს.
პარლამენტის
თავმჯდომარესთან შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შემოვლითი გზებით გადმოსული პედაგოგებიც
დაესწრნენ, რომლებმაც დავით ბაქრაძეს ხატი უსახსოვრეს.
ამასთან, ბაქრაძე
მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში ხის გადამამუშავებელ ქარხანასაც ეწვია, სადაც
სამუშო პროცესს გაეცნო და იქ მომუშავე ადამიანებსაც გაესაუბრა.
ასევე, სპიკერმა სოფელ
ინჩხურში სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
„ძირითადი პრობლემები მოსახლეობის
სრულიად ბუნებრივი სურვილია - იყოს უკეთესი პირობები და უკეთესი ინფრასტრუქტურა. ჰქონდეთ გაზი, იყოს
წყალი და მუშაობდეს სადაზღვევო სისტემა. ეს ყველა ის საკითხია, რაზეც ჩვენ ვმუშაობთ.
აუცილებლად, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ ბოლომდე მივიყვანოთ ყველა
ინფრასტრუქტურული პროექტი. არ იყოს გაზისა
და წყლის პრობლემა. უახლოეს პერიოდში, ჩვენ გვეყოლება თითქმის ორმილიონ-ნახევარი დაზღვეული ადამიანი, რითაც ძლიან დიდ ნაბიჯს გადავდგამთ
წინ, მოსახლეობის ჯანდაცვის გაუმჯობესებისკენ. უახლოეს მომავალში გაიზრდება
პენსიები, რაც იქნება კიდევ ერთი და არა
საბოლოო ნაბიჯი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის
გაუმჯობესებისკენ“, – დასძინა მან.
Internet.ge