„ქართულ ოცნებაში“ ამერიკის
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული პოლიტიკური პარტიების რეიტინგებს არ იცნობენ.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა
განუცხადა.
„ჩვენი წარმომადგენლები IRI-ს კვლევების პრეზენტაციაზე არ ყოფილან.
შესაბამისად, რეიტინგებზე ჯერ ვერ ვისაუბრებთ“,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ
საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამოდენიმე შედეგი უკვე ცნობილია.
კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური
პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას? - შედეგები ასე გადანაწილდა. "ნაციონალური
მოძრაობის" კანდიდატი - 37 %, "ქართული ოცნება" - 19 %,
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა - გიორგი თარგამაძე - 10 %.
კითხვაზე, რომელი ოპოზიციური პარტიის ლიდერს ენდობით ყველაზე მეტად,
ლიდერობს გიორგი თარგამაძე - 28 %, ბიძინა ივანიშვილი - 21 %.
ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა კვლევა
"GALLUP"–ის მეშვეობით ჩაატარა.
Internet.ge