დღეიდან, "კარდაკარის"
ინფორმაციის
ბაზაში ცვლილებების შეტანას 40 ოპერატორი დაიწყებს. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს
ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიაში განუცხადეს.
კომისიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სამოქალაქო რეესტრიდან, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და უზენაესი სასამართლოდან მიღებული ამომრჩეველთა ახალი სიები, კარდაკარის ფარგლებში შემოწმდება და შემდეგ
გადამოწმებული ჩამონათვალი საიტზე განთავსდება.
ამომრჩეველთა დაზუსტებული სია აგვისტოს
დასაწყისში გახდება ცნობილი.
Internet.ge