GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბირთვული კონტრაბანდის შემთხვევები დაფიქსირდა
11:14 27.03.2012
დღის სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა, საერთაშორისო თანამეგობრობას ამ ზონებიდან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. 
პრეზიდენტის თქმით, მიღწეული პროგრესის მიუხედავად, სერიოზული საფრთხეები კვლავ რჩება. 
„მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ რჩება სერიოზული საფრთხეები, რომლებზეც საერთაშორისო სამართალში არსებული ნაცრისფერი ზონების გამო, სამწუხაროდ, პირდაპირი კონტროლის შესაძლებლობა არ გაგვაჩნია. ვგულისხმობ, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებს: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, ცხინვალის რეგიონს, ამ ორ რეალურ შავ ხვრელს, რომელზეც არანაირი საერთაშორისო მონიტორინგი არ ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ ბირთვული კონტრაბანდის რამდენიმე შემთხვევა სწორედ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმოიქმნა, საერშთაშორისო თანამეგობრობას ამ ზონებიდან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია. იქ არ არსებობს ამ შემთხვევის დადასტურების არც საერთაშორისო მექანიზმი და არც რაიმე გზა გამოძიების დასაწყებად“,- განაცხადა პრეზიდენტმა. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამხრეთ კორეის დედაქალაქში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს ესწრება, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით წარსდგა. დღეს, პლენარული სესია გაიხსნა, რომლის სახელწოდებაა: „ეროვნული ზომების მიღება და საერთაშორისო თანამშრომლობა ბირთვული უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მათ შორის, სამომავლო ვალდებულებების ჩათვლით“. პრეზიდენტის ადმინისტარციის ინფრომაციით, მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება  ბირთვული უსაფრთხოების საკითხების გადაუდებლად მოგვარების აუცილებლობაზე გაამახვილა და გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემას დაუთმო.
Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ საკუთარ ბებიაზე სექსუალურ ძალადობში ეჭვიმატინი დააკავა1
ჯანდაცვის მინისტრმა თიანეთში ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისები დაარიგა2
ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტის თბილისში გადატანა კვლავ დღის წესრიგში დგას3
სპეციალისტების გათვლით ირანზე სამხედრო თავდასხმას ათი ათასი ადამიანი შეეწირება4
რობერტ სტურუა: მიხეილ სააკაშვილმა სამოქალაქო ომი დაიწყო5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X