ამერიკელმა სენატორმა, ჯონ მაკკეინმა ვილნიუსის
უნივერსიტეტში, დემოკრატიის თემაზე ლექცია წაიკითხა და საქართველოზეც ისაუბრა, -
ამის შესახებ სააგენტო „რეგნუმი“ ლიტვურ
მედიაზე დაყრდნობით წერს.
კერძოდ, მაკკეინმა აღნიშნა, რომ საქართველომ
მოახერხა, გზა გაეხსნა ნიჭიერი ადამიანებისთვის. სენატორმა ასევე აღნიშნა, რომ
აშშ-მა უნდა შეაიარაღოს საქართველო, რათა საჭიროების შემთხვევაში, მან თავის დაცვა შეძლოს.
ჯონ მაკკეინი რუსეთის ახალი პრეზიდენტის
თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ რუსეთში „ცვლილებათა ნიავი“ უბერავს და უკვე
ბევრი რამ შეიცვალა კიდეც: „მხოლოდ თავად ვლადიმერ პუტინმა იცის, რა არის დაკავშირებული მის პოსტზე
დაბრუნებასთან, მაგრამ მას
საზოგადოების გაზრდილი თვითშემეცნების პირობებში მუშაობა მოუწევს… პუტინი,
ნატო-სთან და ევროკავშირთან თანამშრომლობის პირობებში, უკვე პატივისცემას გამოიჩენს
თავისი პატარა მეზობლების მიმართ“ - განაცხადა მაკკეინმა.
Internet.ge