GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სეპარატისტები ალასანიას განცხადებას ჟენევის დისკუსიებზე გამოიყენებენ
11:23 27.03.2012
დღის სიახლეები

აფხაზეთის დელეგაცია, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე, რომელიც 29 მარტს უნდა გაიმართოს, აფხაზეთთან ახლომდებარე ზუგდიდის რაიონში „არაფორმალური შეიარაღებული გაერთიანებების ფაქტზე გაამახვილებს ყურადღებას“ - განაცხადა „რია ნოვოსტი“-სთან საუბარში სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ხინთიბამ.
მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ  გამოიყენოს ირაკლი ალასანიას ცნობილი განცხადება.
„შეიარაღებული დაჯგუფებები ზუგდიდის რაიონში, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის“ - ამბობს ხინთიბა.
მისი თქმით, 29 მარტს „საზღვრისპირა“ რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები განიხილება და აფხაზური მხარე ამ პრობლემების დამადასტურებელი ფაქტების წარდგენას აპირებს.

შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირი შედეგია ალასანიას განცხადებისა, რადგან მანამდე, გალის რაიონში რაიმე განსაკუთრებულ დაძაბულობაზე საუბარი არ ყოფილა. ახლა კი აფხაზური მხარე ააქტიურებს რიტორიკას, რომ „გახშირებული ინცინდენტები ქართული სპეცსამსახურების მიერაა ინსპირირებული“.

ხინთიბას თქმით, შეხვედრაზე დააყენებენ ნეიტრალური პასპორტების საკითხსაც, რომელიც მიუღებელია სოხუმისათვის. სამაგიეროდ, კი აფხაზური მხარე აფხაზური საზღვარგარეთული პასპორტების აღიარების საკითხის განხილვას ითხოვს.
ჟენევის დისკუსიაზე აფხაზეთში ისტორიული ძეგლების მდგომარეობასაც შეეხებიან, რაზეც, როგორც ხინთიბა ამბობს, აფხაზებს ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი და ინფორმაცია მომზადებული.

და ბოლოს, კვლავ ძალაში რჩება სოხუმისთვის მთავარი საკითხი - თბილისმა ხელი მოაწეროს ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას, რასაც ქართული მხარე არ აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ სოხუმთან და ცხინვალთან ერთად ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა ამ რეჟიმების ლეგიტიმაციას მოწმობს და რაც მთავარია, თბილისი, ასეთი შეთანხმების მეორე მხარედ არა მარიონეტულ მთავრობებს, არამედ მოსკოვს განიხილავს, რომლისგანაც რეალურად საფრთხე მომდინარეობს.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მედვედევი: სერდიუკოვის პროფესიონალიზმი საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაციისას გამოვლინდა1
16 წლის მოზარდმა ისარი თავში გაიყარა2
პარლამენტში გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება3
ერთი თვის ბავშვი გუბეში დაიხრჩო4
სპა ცენტრში ჩატარებული პროცედურის გამო ქალბატონს ხუთი ოპერაცია დასჭირდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X