ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიამ 35 პუნქტისაგან შემდგარი განცხადება მიიღო,
სადაც საქართველოში არსებულ კონფლიქტსა და დევნილების მდგომარეობაზეა
საუბარი.
სხდომის დასრულების შემდეგ,
ერთობლივი ბრიფინგი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით დარჩიაშვილმა და ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო კომისიის თანათავმჯდომარემ, მილან ცარბნოხმა გამართეს.
დეპუტატის თქმით, მიღებული
დოკუმენტი „მნიშვნელოვანი დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური ტექსტია“.
„გამოთქმული რეკომენდაციები სამ
ნაწილად დაჯგუფდა. კერძოდ, ეს შეეხება – საქართველო–ევროკავშირს შორის
ურთიერთობებს, ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმებს, საქართველოში არსებულ
კონფლიქტს და დევნილების მდგომარეობას. „კონფლიქტი საქართველოში“– ეს არის სწორი
ტერმინი, რომელიც მკვიდრდება. ილუზია არსებობდა თითქოს, აქ ეთნიკური კოფლიქტებია, აქ არის კონფლიქტი
რუსეთთან. განცხადებაში ცალკე თავია, რომელსაც „კონფლიქტი
საქართველოში“ ჰქვია, – აღნიშნავს დეპუტატი.
რაც შეეხება განცხადების ტექტს,
ის ხვალ ინგლისურ ენაზე გავრცელდება, რის შემდეგაც ქართულად ითარგმნება.
ამასთან, განცხადება საქართველოს
ხელისუფლებას და ევროპარლამენტს გადაეგზავნება.
Internet.ge