GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძე მილან კაბრნოხს შეხვდა
15:22 03.05.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების"  ლიდერი, დავით გამყრელიძე, ევროპარლამენტის კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელს მილან კაბრნოხს შეხვდა.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიიდან აცნობეს, შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან საქართველოს შემდგომი დაახლოების, ასევე  ევროკავშირის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობისა და გამარტივებული სავიზო რეჟიმის შემოღების საკითხები.

ასევე, მილან კაბრნოხის  და დავით გამყრელიძის საუბრის თემა, საქართველოში 2012  წლის შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.  შეხვედრაზე  ხაზი  საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის არჩევნების მნიშვნელობას გაესვა.

შეხვედრაზე, დავით გამყრელიძემ  საგანგებოდ  გამოყო მომავალ არჩევნებზე მედიის  მიუკერძოებელი და ობიექტური მუშაობის  მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ევროკავშირს იმ დახმარებისთვის, რომელსაც იგი საქართველოში მედიამონიტორინგისთვის ახორციელებს.

დავით გამყრელიძემ ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს სთხოვა,  მათი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება  უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას დაეთმოს, რომელიც მომავალი არჩევნების დროს უნდა შეიქმნას და  ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსის უკანონოდ გამოყენების, ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტებზე  უნდა მოახდინოს რეაგირება.

შეხვედრაზე, "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა, რუსეთის მხრიდან საზღვრისპირა რეგიონში სამხედრო წვრთნების წამოწყება პროვოკაციად შეაფასა. მან ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს სთხოვა, საგანგებო ზომების მიღება ამ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან გამყრელიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ და  სამართლიან გარემოში ჩატარება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული1
კახა შავგულიძე: ღვინის წარმოება და ექსპორტი ხელისუფლების მიერაა მონოპოლიზებული2
ბათუ ქუთელია: ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია3
საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18 %-ით გაიზარდა4
ოლიმპიადას ავთანდილ ჭრიკიშვილიც გამოეთიშა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X