ხვალ, პარლამენტში, სამთავრობო საათი გაიმართება, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი – ვანო მერაბიშვილი დაესწრება.
ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, იუსტიციის მინისტრი - ზურაბ ადეიშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინაში იმყოფება, რის გამოც, საკანონმდებლო ორგანოს ვერ ესტუმრება.
“შს მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პარლამენტში მოვიდეს”, - დასძინა მან.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის მისვლა პარლამენტში ოპოზიციამ ითხოვა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხს დააზუსტებს და მათ პასუხს მოგვიანებით ამცნობს.
შეგახსენებთ, რომ სამთავრობო საათი გამართვა, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებმა მოითხოვეს და მინისტრებს 10 კითხვა წინასწარ გადაუგზავნეს კიდეც.
Internet.ge