GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
IRI- ის კვლევის შედეგები უკვე ცნობილია
16:22 03.05.2012
დღის სიახლეები

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, საქართველოში პოლიტიკური პარტიების რეიტინგების კვლევის რამოდენიმე შედეგი  უკვე ცნობილია.

ჩატარებული კვლევის თანახმად, კითხვაზე, "მომავალ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს?", პასუხები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობა" - 45%, "ქართული ოცნება"-  15%, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"-  9%, ხოლო სხვა პარტიები - 4%-ს ინაწილებენ. 

გამოკითხვებში პოლიტიკურ ლიდერებს შორის 77%-ით მიხეილ სააკაშვილი ლიდერობს. კითხვაზე კი, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, რომელი პოლიტიკური პარტიის კანდიდატს მისცემდით ხმას?  შედეგები ასე გადანაწილდა: "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი - 37 %-ი, "ქართულ ოცნება" - 19 %, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - გიორგი თარგამაძე - 10 %.

ამავე კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, „ქრისტიან-დემოკრატებს“ გამოკითხულთა 20% უჭერს მხარს. მათ ოპოზიციური პარტიის ლიდერის ნდობის მიხედვითაც ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვთ: გიორგი თარგამაძე - 28 %, ბიძინა ივანიშვილი - 21 %.

კითხვაზე, რომელი პოლიტიკური პარტია იყო თქვენს რეგიონში აქტიური? გამოკითხულთა 34%-მა მხარი „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭირა, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" – 4%; "ქართული ოცნება" – 3%; "ლეიბორისტული პარტია" – 0.4%; "ახალი მემარჯვენეები" – 0.3%; კითხვაზე პასუხი არ იცის გამოკითხულთა - 30%-მა; თავი შეიკავა - 33%-მა.

რაც შეეხება სოციალურ საკითხებს, გამოკითხულთა  - 70% მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს, მეორე ადგილზე- 40% , ტერიტორიების დაკარგვის საკითხი დგას.

კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 2012 წლის მარტში, ოპტიმისტური განწყობა 83%-ს ჰქონდა, გასული წლის ნოემბერში კი – 87 %, მაისში – 78 %, 2010 წლის ოქტომბერში კი,  81%. ნეიტრალურ განწყობა, მიმდინარე წლის მარტში -13 % ჰქონდა, თუმცა, გასული წლის ნოემბერში ასეთ განწყობაზე - 9 % იყო.

IRI-ის კვლევების მიხედვით, ყველაზე დიდი ნდობით ეკლესია სარგებლობს. მას გამოკითხულთა 92% უჭერს მხარს, შემდგომ არის ჯარი - 90%, პოლიცია - 90%, პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 71%, პარლამენტი - 69%, მთავრობა -  68%, განათლების სისტემა -  67%,  მედია - 66%,  ცენტრალური ბანკი – 62%, პროკურატურა - 54%,  ადგილობრივი მმართველობები - 54%, სასამართლო – 51%.

კითხვაზე, მიდის თუ არა ქვეყანა სწორი მიმართულებით:  დადებითად უპასუხა 60% -მა, უარყოფითი პასუხი -27 % , 13%-მა უპასუხა, რომ არ იცის. წინა კვლევებთან შედარებით, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჩატარდა, დადებითი პასუხის პროცენტული მაჩვენებელი  5 %-ით გაიზარდა

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატალია საბანაძე: ახლა ხდება სამივეს ერთად თავმოყრა და გადაწყვეტილების ტექსტზე შეჯერება.1
ფინანსთა და ჯანდაცვის სამინისტროები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ2
პოლიციის უფროსს სკანდალური თათბირის ფარული ჩანაწერი გამოუქვეყნეს (VIDEO)3
თურქულენოვან სახელმწიფოებს საერთო დროშა ექნებათ4
პრემიერ-მინისტრმა კისისხეველებთან განადგურებული ვენახების აღდგენის საკითხები განიხილა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X