საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ფოთში ახალი
საავადმყოფო გახსნა, სადაც 105 ადგილობრივი ექიმი და ექთანი დასაქმდა.
პრეზიდენტი ფოთში მოსახლეობასაც შეხვდა და გაესაუბრა. სააკაშვილის
განცხადებით, მთავრობა წელს და მომავალ წელს ფოთის დიდი აღმშენებლობით დაკავდება.
„ადრე, როცა ჩვენ აჭარაში ასლან აბაშიძე არ გვიშვებდა, ჩამოვედით აქ და
არ დამავიწყდება როგორ დამხვდა ხალხი. ახლა კი, ზოგს ავიწყდება, რომ მარტო
აფხაზეთზე კი არ გვქონდა კონტროლი დაკარგული, არამედ აჭარაზეც. ფოთი მაშინ სახელმწიფოებრივი ზურგი იყო. ჩვენ ყველა და მე პირადად, თქვენს წინაშე ვალში ვართ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ასმაგად გადაგიხადოთ“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
Internet.ge