ამერიკის საერთაშორისო
რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ, საქართველოში ჩატარებულ კვლევაში მოსახლეობამ
შეაფასა საქართველოს საგარეო ურთიერთობები.
გამოკითხულთა 94%–მა მიიჩნია,
რომ ამერიკათან გვაქვს კარგი ურთიერთობა, ანალოგიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
უკრაინასთან დაკავშირებითაც. 93%-მა დადებითად შეაფასა აზერბაიჯანთან ურთერთობა, ხოლო 91%–მა
ევროკავშირის ქვეყნებთან. ასევე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს ურთიერთობა
ლიტვასთან, თურქეთთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან, გერმანიასთან, სომხეთთან და
ირანთან.
რაც შეეხება რუსეთს, მხოლოდ 3 %–ი ხედავს საქართველო–რუსეთის ურთერთობას
დადებითად, 94 % კი – უარყოფითად. ასევე, აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 82 %
რუსეთს საფრთხეთ აღიქვამს და მხოლოდ 9 % მიიჩნევს მას პარტნიორად.
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი პარტნიორად ამერიკას განიხილავს (60%), ასევე,
პარტნიორებად მიიჩნევიან უკრაინა (29%), აზერბაიჯანი (28%), ევროკავშირის ქვეყნები
(25%). ამასთანავე, რესპონდენტთა თანაბარი რაოდენობა (3–3%) საფრთხედ აღიქვამს თურქეთს, ამერიკასა და
სომხეთს, 5% კი – ირანს.
Internet.ge