ოპოზიციონერი დეპუტატის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, საქართველოს მთავრობა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს, სხვა ქვეყანას მართავს და სხვა პროგრამებს ახორციელებს.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ვეფხვაძე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყანაში, არსებული უმუშევრობისთვის მოსახლეობა ხელისუფლებას, განაჩენს გამოუტანს.
“მთავრობა ამტკიცებს, რომ 100 ადამიანიდან მხოლოდ 15-ია უმუშევარი და სოფლის მოსახლეობასაც დასაქმებულად მიიჩნევს იმის გამო, რომ 200 კვადრატული მიწა მისცა, თუმცა მთავრობა აღარაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გლეხი თვითკმარი იყოს და ოჯახი არჩინოს. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, თავად მთავრობის მონაცემებითვე, სიღატაკეში ცხოვრობს”, - დასძინა მან.
Internet.ge