"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელად, პატიმრობაში მყოფი სერგო ჩაჩიბაია დაინიშნა
“თავისუფალი
დემოკრატების”ლიდერის
განცხადებით, კოალიცია
"ქართული
ოცნების"
ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელად, ადმინისტრაციაულ
პატიმრობაში
მყოფი, სერგო ჩაჩიბაია დაინიშნა.
როგორც ირაკლი ალასანიამ ზუგდიდელ მხარდამჭერებთან შეხვედრისას
განაცხადა, ჩაჩიბაია შტაბის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას, მისი გათავისუფლების
შემდეგ შეუდგება.
შეგახსენებთ,
რომ ზუგდიდის პოლიციამ "თავისუფალი დემოკრატების"
წევრი 27 მარტს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის
ბრალდებით
დააკავა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მიერ, პატიმრობაში მყოფი პირის
თანამდებობაზე წინასწარ დანიშვნის ფაქტი პირველი არ არის.
რამოდენიმე დღის წინ, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა
ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამჟამად პატიმრობაში მყოფი თამაზ თამაზაშვილი, გათავისუფლების
შემდეგ პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრი გახდება
და მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,
შსს-ში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას დაიკავებს.
Internet.ge