სენატორი ჯონ მეკკეინი, რომელიც ლიტვაში დემოკრატიული
საპარლამენტო ფორუმის კონფერენციაში მონაწილეობს, ევროპული ანტისარაკეტო თავდაცვის
სისტემების საპასუხოდ, რუსეთის მიერ, კალინინგრადის ოლქის
მილიტარიზაციის თემას შეეხო.
როგორც სააგენტო „რეგნუმ“ იუწყება, სენატორმა ამ ნაბიჯს
„პუტინის პარანოია“ უწოდა და აღნიშნა, რომ ანტისარაკეტო სისტემები არავის
უსაფრთხოებას არ ემუქრება:„ჩვენი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები არის თავდაცვა
და ის არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. ხოლო ის, რომ რუსები ამას მსოფლიოს
მშვიდობიან ნაწილში სამხედრო პოტენციალის გაძლიერების გასამართლებლად იყენებენ, მართლაც არის მაგალითი იმისა,
რომელიც შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც ვლადიმერ პუტინის პარანოია“ - განაცხადა
მაკკეინმა.
Internet.ge