ქალაქ თბილისის მერიამ, „ქართული
ოცნებას“ დაანონსებული აქციის გამართვის უფლება, მხოლოდ 27 მაისს მისცა. როგორც ჟურნალისტებს თბილისის
მერიის პრესსპიკერმა ბაჩო დოლიძემ განუცხადა,
კოალიციისა და რამოდენიმე პარტიის წერილობითი მიმართვა, რომელიც 26-27 მაისს
მანიფესტაციის გამართვას გულისხმობს პირველ მაისს შევიდა.
მისი თქმით, მერიამ არაერთხელ დააანონსა, რომ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით,
26 მაისს სხვადასხვა ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
26 მაისს ჩავატარებთ ქართული მრეწველობის აღლუმს, რომელიც გაიმართება თავისუფლების მოედანზე, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გაიმართება საზეიმო კონცერტები. აღნიშნულ პოლიტიკურ გაერთიანებას, უფლება ექნება მანიფესტაცია 27 მაისს ჩაატაროს",
– განაცხადა
ბაჩო დოლიძემ.
Internet.ge