GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჯეიმსთაუნის ფონდში საქართველოს მიმართ საფრთხეებზე ისაუბრეს
15:40 04.05.2012
დღის სიახლეები

ვაშინგტონში, ჯეიმსთაუნის ფონდში გამართულ შეხვედრაზე „ამერიკა, ევროპა და სამხრეთ კავკასია“, მთავარმა მომხსენებლებმა ანალიტიკომა ვლადიმირ სოკორმა და თავდაცვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა აზერბაიჯანში მეთიუ ბრაიზამ საქართველოზეც ისაუბრეს.

როგორც რადიო „ამერიკის ხმა“ იუწყება, სოკორმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ახალი ტიპის საფრთხეებზე არიან გადართულები, რაც დასავლეთის ყურადღების შესუსტებას იწვევს სამხრეთ კავკასიაში. ამან კი სოკორის აზრით, შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები გამოიღოს.

მისი განცხადებით, ამის დასტურია ის, რომ საქართველოს კვლავ ემუქრება აგრესიის საფრთხე. სოკორის თქმით, ის რომ კონფლიქტის სადემარკაციო ხაზებზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაა განლაგებული, არ ნიშნავს ქვეყნის დაცვას, რადგან ეს არის სამოქალაქო მისია.  სოკორი აცხადებს, რომ საქართველოს სჭირდება შესაბამისი შეიარაღება, რათა თავი დაიცვას შესაძლო აგრესიისგან. ასევე, აუცილებელია საქართველოს სამხედრო ნაწილების გაწვრთნა ქვეყნის დასაცავად. „მართალია, ამერიკა ქართველ სამხედროებს წვრთნის, თუმცა მათი დანიშნულება არის შორეულ რეგიონებში ბრძოლა და არა ქვეყნის დაცვა,“ - აღნიშნა სოკორმა.

საქართველოს შესახებ, თავის გამოსვლაში, აზერბაიჯანში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა მეთიუ ბრაიზამაც ისაუბრა: „ჩემთვის მიუტევებელია, რომ თითქმის ოთხი წელი გავიდა, როგორც პრეზიდენტი ობამა უწოდებს, საქართველოში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დღემდე, ჩვენ საქართველოს არ ვაძლევთ უფლებას შეიძინონ ის იარაღი, რომელიც მათ სჭირდებათ ასეთი შეტევების მოსაგერიებლად. რუსეთის ძალები განალაგებული არიან თბილისიდან 24 მილში, ზუსტად უმთავრესი საგზაო მაგისტრალის და რკინიგზის სიახლოვეს და ჩვენ დღემდე არ ვაძლევთ საქართველოს იარაღის შეძენის უფლებას,“ - ციტირებს ბრაიზას რადიო „ამერიკის ხმა“.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პატრიარქი პატიმრებს მოინახულებს1
სკოლაში, მოზარდებს შორის, ძალადობის ამსახველი კადრები ვრცელდება (VIDEO)2
ფიდელ კასტრო ვეღარავის სცნობს3
ირაკლი ალასანია: თავდაცვის სამინისტრო კორუფციისგან გათავისუფლდება4
შემზარავი ავარია, რომელსაც დედა-შვილი შეეწირა, გამვლელმა გადაიღო (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X