საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძემ, ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, სტივენ ნეში, ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც დავით ბაქრაძემ განაცხადა, სტივენ ნეში ერთ-ერთ გამორჩეული დიპლომატია, რომლის საქმიანობა მიმართული იყო - საქართველოს მხარდაჭერისა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაუმჯობესებისკენ.
მისი ინფორმაციით, ნეშმა, საქართველოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდეგ, 2004 წელს, დიდი ბრიტანეთში, ქართული საზოგადოება დაარსა, რომელიც ქართულ-ბრიტანული ურთიერთობის გაღრმავებაში, დღემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სტივენ ნეშმა საკუთარი საქმიანობის დაფასებისთვის, ქართულ მხარეს,
მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მისთვის, ლამაზ ქალაქში – თბილისში ყოფნა დიდი პატივია.
“დიდი პატივი და სიამოვნებაა, რომ თქვენს მშვენიერ ქალაქში ვიმყოფებოდე, სადაც სამი წლის განმავლობაში, 90-იან წლებში ვცხოვრობდი. რასაკვირველია, ღირსების ორდენის მირება - ჩემთვის დიდი პატივია, მაგრამ ჩემს თავს კითხვას ვუსვამ – ეს ჯილდო რით დავუმსახურე?! – აქ, გადამწყვეტი როლი, 2004 წელს, ქართულ-ბრიტანული საზოგადოების დაფუძნებამ შეასრულა, რომელსაც 2010 წლამდე ვთავმჯდომარეობდი”, - დასძინა მან.
Internet.ge