„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი
ალასანია ზუგდიდის პროკურატურასთან
ნაღმის აღმოჩენას, საჯარო მოხელეების მხრიდან პროვოკაციას უწოდებს. როგორც
ალასანიამ ზუგდიდის
კულტურის სახლში გამოსვლისას განაცხადა,
"საჯარო
მოხელეების
მიერ, ჯერ დადებული და შემდეგ აღებული ბომბები ვერავის შეაშინებს".
"დღეს ყველანი ერთად ვართ და ზოგიერთი
საჯარო მოხელის მიერ, ჯერ დადებულმა და მერე აღებულმა ნაღმა არ შეგაშინათ. ეს ნიშნავს, რომ აისბერგი მართლაც დაიძრა. ის, რასაც ჩვენ ყველანი ბოლო წლების განმავლობაში ვაკეთებდით, ახლა იღებს შედეგს, ოდესღაც ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და მან შესაძლებელი გახადა გამარჯვება. დღეს ვხედავ, რომ ზუგდიდში რაღაც ძირფესვიანად იცვლება. დღეიდან, სამეგრელოში ერთპიროვნული კლანური მმართველობა დასრულდა და თავისუფლება
დაიწყო,"
- განაცხადა
ალასანიამ.
შეგახსენებთ, გუშინ, გვიან
ღამით ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან, სამართალდამცველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც დროულად იქნა გაუვნებელყოფილი.
დღეს კი, ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანაში ბრალდებული
დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პიროვნება, რომელიც რუსების მიერ
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოვიდა და ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება გადმოიტანა.
Internet.ge