GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გიგი წერეთელი ჯონ მაკკეინს შეხვდა
17:28 04.05.2012
დღის სიახლეები

ქართული დელეგაცია ვილნიუსში, დემოკრატიის საპარლამენტო ფორუმში  მონაწილეობს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“–ს პარლამენტის ვიცე–სპიკერის გიგი წერეთელის აპარატიდან აცნობეს,  ფორუმს 20 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერები.

მათი ინფორმაციით, სპეციალური სტუმრების სტატუსით ფორუმზე ასევე მოწვეულები არიან აშშ სენატორი ჯონ მაკკეინი და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი სტივ ნიქსი.

ორ დღიანი ფორუმის ძირითადი თემა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დემოკრატიის განვითარებაა და საქართველოს დელეგაციის წევრებმა თავიანთ გამოსვლებში, ყურადღება სწორედ საქართველოში გატარებულ რეფორმებზე, დემოკრატიის განვითარებაზე, საარჩევნო პროცესებში პოზიტიურ ცვლილებებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაამახვილეს.

ამასთან, ქართველმა დეპუტატებმა სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგელებთან შეხვედრებიც გამართეს და მათ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიზაციის და რეფორმირების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს.

გიგი წერეთელი და გიორგი კანდელაკი სენატორ ჯონ მაკკეინსაც პირისპირ შეხვდნენ და დიალოგი ძირითადად შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ რეფორმებს, საარჩევნო კანონმდებლობას, საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ტურიზმის განვითარებას, ასევე ნატოსთან ინტეგრაციას და აშშ-სთან ორმხრივ თანამშრომლობას.

ჯონ მაკკეინმა, ფორუმზე თავის გამოსვლაში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და დემოკრატიზაციის პროცესებს.  მან კიდევ ერთხელ მოუწოდა აშშ-ს და ევროპას საქართველოს მხარდაჭერისაკენ, როგორც დემოკრატიის განვითარების, ასევე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.

ფორუმზე მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ერთ-ერთ პუნქტში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა მოახდინოს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ხელი არ უნდა შეუშალოს მის დემოკრატიულ განვითარებას.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პროექტისთვის „ატვირთე საქართველო გუგლზე" შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა1
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნასთან დაკავშირებით2
დიმიტრი შაშკინმა უსინათლო აბიტურიენტი საგამოცდო ცენტრში მიიყვანა3
თარგამაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პროპაგანდა ყველაზე კარგად გამოსდის4
დევიდ პეტრეუსი: პუტინი ჩვენი მეგობარი არ არის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X