ვეფხვაძე თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით, კანონდმებლობის შეცვლას ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი, ლევან ვეფხვაძე მთავრობას მოუწოდებს - თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებთან დაკავშირებით, კანონდმებლობა შეცვალოს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ვეფხვაძემ განაცხადა, მთავრობა აცხადებს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონები დასაქმების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ დასაქმებულების სტატისტიკა არ არსებობს.
“ქართული კანონმდებლობით, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში პირს, რომელიც საწარმოს გახსნის, უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება ურჩევნია, რადგან გადასახადებს მის ქვეყანაში იხდის. ეს დისკრიმინაციაა, რასაც მთავრობა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში ახორციელებს”, - დასძინა მან.
Internet.ge