სააკაშვილი: აღმშენებლობის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში ინტერგრაციას ხელს ვერაფერი შეუშლის
საქართველოს პრეზიდენტი აჭარის რევოლუციის რვა წლისთავთან დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე, ახალ ინიციატივებსა და რეფორმებზე ესაუბრა.
როგორც სტუდენტებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, აღმშენებლობის პროცესის დასრულების შემდეგ, ქვეყნის ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატო-ში, აღარაფერი შეუშლის ხელს.
პრეზიდენტმა ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ბევრი რამ კეთდება და აღმშენებლობის პროცესი ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
„ქართველები ძალიან ადვილად ითვისებენ სხვადასხვა ტექნოლოგიებს და ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილებაც შეიძინეს. ამას ისიც მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს ქართველი ინჟინრები და სპეციალისტები სხვა ქვეყნებშიც მიყავთ, სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად“,-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge