ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას შეფასებით, თუ ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას არ აღუდგენს, მოახლოებულ არჩევნებს ლეგიტიმაცია არ ექნება.
როგორც პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, ბაღათურიამ განაცხადა, ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა საკუთარ მარცხად არ უნდა მიიჩნიოს.
მისი ინფორმაციით, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზე, საპარლამენტო უმრავლეობა მსჯელობს და სჯობს, მათ გადაწყვეტილება მალე მიიღონ.
“ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა, მხოლოდ კანონიერი გადაწყვეტილება იქნება”, - დასძინა მან.
Internet.ge