ბათუმში დღეს, აჭარის რევოლუციის მერვე წლისთავს აღნიშნავენ.
2004 წლის 6 მაისს, საზოგადოების საპროტესტო მასობრივი გამოსვლების ფონზე, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა. იგი ბათუმის მერთან და აჭარის უშიშროების მინისტრთან ერთად, მოსკოვში იგორ ივანოვის თანხლებით გაფრინდა.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, იმ პერიოდში აჭარა, თითქმის გასული იყო საქართველოს საკონსტიტუციო სივრციდან და ასლან აბაშიძისა და მისი რუსი მეგობრების მიერ იმართებოდა.
„აჭარელი ხალხის თავგანწირვამ, თავისუფლების უდიდესმა სურვილმა და გმირულმა შემართებამ, 2004 წლის 6 მაისს, ფაქტობრივად, სასწაული მოახდინა - აჭარა რუსეთს გამოგლიჯა ხელიდან. საქართველო, ასევე, შეძლებს ისტორიული სამართლიანობის აღდგენას და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას“.- განაცხადა პრეზიდენტმა გუშინ ბათუმში, სტუდენტებთან შეხვედრისას.
Internet.ge