საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, აჭარიდან ასლან აბაშიძის გაძევება ისტორიული მოვლენა იყო.
როგორც დღეს, ბათუმში ყოფნისას სააკაშვილმა განაცხადა, 2004 წლის 6 მაისს ბათუმში საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა მოხდა.
პრეზიდენტმა დღეს, ბათუმელებს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
“მე მინდა ეს დღესასწაული ყველას და მათ შორის აჭარის მოსახლეობას მივულოცო, რადგან სწორედ გიორგობას მოხდა აქ საქართველოს საკონსტიტუციო წესრიგის აღდგენა. სეპარატისტი აბაშიძე და აბაშიძე ეჭვგარეშე იყო ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო სეპარატისტი საქართველოს ისტორიაში, აჭარის საზოგადოებისა და ცენტრალური მთავრობის მიერ დამარცხებული და გაძევებული იქნა საქართველოდან. ეს კი, მართლაც ისტორიული თარიღი იყო”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ბათუმში დღეს, აჭარის რევოლუციის მერვე წლისთავს აღნიშნავენ.
2004 წლის 6 მაისს, საზოგადოების საპროტესტო მასობრივი გამოსვლების ფონზე, აჭარის ავტონომიის მეთაური ასლან აბაშიძე გადადგა. იგი ბათუმის მერთან და აჭარის უშიშროების მინისტრთან ერთად, მოსკოვში იგორ ივანოვის თანხლებით გაფრინდა.
Internet.ge