GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ბარაკ ობამა საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში ახალი ლოზუნგით ჩაერთო
17:17 06.05.2012
დღის სიახლეები

ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი ოფიციალურად ჩაერთო საარჩევნო კამპანიაში, რომლისთვისაც ლაკონური ლოზუნგი შეარჩია, სახელწოდებით - „წინ!“.

მხარდამჭერებთან პირველი შეხვედრა ობამამ ოჰაიოს შტატში გამართა. მისი კამპანიის მთავარი მიზანი ამერიკის აღდგენა-აღმშენებლობაა. პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს „მშენებლობა საკუთარი სახლიდან დაიწყოს“.

ამასთანავე, ობამამ გააკრიტიკა რესპუბლიკელი მეტოქის, მიტ რომნის, საარჩევნო დაპირება - მდიდრებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება და სოციალური ხარჯების შემცირება.

„არ ღირს მისთვის შანსის მიცემა, - განაცხადა პრეზიდენტმა რომნის შესახებ, - ეს არ არის უბრალოდ რიგითი არჩევნები, არამედ ეს არის საკვანძო მომენტი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი მოსახლეობის საშუალო კლასის მომავალს. ჩვენ იმდენად რთული გზა გავიარეთ, რომ ახლა უკან დახევის უფლება არ გვაქვს",- განაცხადა პრეზიდენტმა.

მილიარდელი მიტ რომნი რესპუბლიკელებს ჯერ-ჯერობით არ დაუსახელებიათ ოფიციალურ კანდიდატად. თუმცა, მისი არჩევის შესახებ ეჭვები აღარ არსებობს. გინგრჩის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, რომნის ერთადერთ მეტოქედ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი რონ პოლი რჩება, რომელსაც პრაიმერის შედეგად ჯერ არც ერთი გამარჯვება არ მოუპოვებია.

 

 internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დინამოს სტადიონზე ბერა ივანიშვილის კონცერტი გაიმართება1
ბერა ივანიშვილი სოლო კონცერტისთვის ემზადება2
ახალ მინისტრთა კაბინეტში შესაძლოა უშიშროების სამინისტროც შევიდეს3
მერია დასუფთავებისა და ელექტროენერგიის გადასახადის განცალკევების მოდელს განიხილავს4
დავით ბაქრაძე უცხოელ დამკვირვებლებს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X