მოსკოვის პოლიციის თანამშრომლებმა
დედაქალაქის ცენტრში უკანონო აქციის მოწყობის მცდელობის გამო 120-მდე მოქალაქე დააკავეს,
მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი - ბორის ნემცოვი.
როგორც მოსკოვის პოლიციის პრეს-სამსახურმა
„ინტერფაქსთან“ საუბარში განაცხადა, „პროფილაქტიკური გასაუბრების შემდეგ, აქციის მონაწილეებს
გაათავისუფლებენ.“
ყველა დაკავებული გადაყვანილია
პოლიციის განყოფილებაში. ამჟამად მიმდინარეობს მათთან საუბარი საზოგადოებრივი წესრიგის
დარღვევის უკანონობის შესახებ.
ამასთან, „სოლიდარობის“ მოძრაობის
პრეს-მდივნის ოლგა შორინის განცხადებით, ნემცოვის გარდა, დაკავებულები არიან ორგანიზაციის ფედერალური პოლიტიკური საბჭოს წევრი ალექსანდრე
რიკლინი და პოეტი ლევ რუბინშტეინი. მისივე თქმით, პოლიციას არ განუმარტავს დაკავების
მიზეზი.
ნიკიტსკის ბულვარში პოლიციის მიერ
დაშლილი აქციის შედეგად აქტივისტთა ნაწილი დაშავდა და საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილნი.
დაშავებულთა რაოდენობა არაოფიციალური ინფორმაციით 34-ს აღწევს. გავრცელდა ინფორმაცია
ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებაც - სავარაუდოდ, ფოტოგრაფი კიბიდან ჩამოვარდნის შედეგად
გარდაიცვალა. მოსკოვის პოლიცია 20-მდე დაშავებული სპეცრაზმელის შესახებაც საუბრობს.
Internet.ge