ბაღათურია სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინასებას პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან ითხოვს
ოპოზიციონერი დეპუტატი, ჯონდი ბაღათურია სტატუსშეჩერებული სტუდენტების დაფინასებას პრეზიდენტისა და მთავრობის ფონდებიდან ითხოვს.
როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ბაღათურიამ განაცხადა, 10 000 სტუდენტს სტატუსი მხოლოდ იმის გამო შეუჩერდა, რომ მათ სპეკულაციურად გაზრდილი სწავლის თანხა ვერ გადაიხადეს.
მისი თქმით, როცა, 10 000 სტუდენტი სწავლის ქირას ვერ იხდის, ეს იმას ნიშნავს, რომ სისტემაში, კრახი არსებობს და მდგომარეობა გამოსასწორებელია.
“მოვითხოვ, ამ სტუდენტებისათვის სწავლის გადასახადი პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან დაიფაროს. ეს სულ 2-3 კონცერტის ფულია”, - დასძინა მან.
Internet.ge