შალვა ნათელაშვილმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტის რიგით მესამედ
გაპრეზიდენტება ოფიციალურად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია
„ინტერნეტ.ჯი“-ს „ლეიბორისტული პარტიის“
გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა დაუდასტურა.
მისი თქმით, პარტიის ლიდერი რუსეთის მოქმედ ხელისუფლებასთან და
პირადად პრეზიდენტ პუტინთან, მჭიდრო ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს.
„ბატონმა შალვამ მისალოცი ბარათი გაგზავნა რუსეთში და პრეზიდენტ
ვლადიმერ პუტინს ინაუგურაცია მიულოცა. ამასთან, ჩვენ მზად ვართ
რუსეთის მოქმედ ხელისუფლებასთან, ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად მოლაპარაკების
მაგიდას მივუსხდეთ“,- განაცხადა შატბერაშვილმა.
Internet.ge