კრემლის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული
ინფორმაციის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ახალი ეკონომიკური პოლიტიკის დოკუმენტი
მიიღო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2020 წლამდე
ქვეყანაში 25 მილიონი მაღალპროდუქტიული სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას. მთავრობას, ასევე,
დაევალა 1 ნოემბრამდე ცვლილებები შეიტანოს ფედერალური საკუთრების პრივატიზაციის გეგმაში
და გადაიხედოს 2011-2013 წლის პრივატიზაციის ძირითადი მიმართულებები.
ამავე დოკუმენტში ნათქვამია, რომ
რუსეთმა 2013 წლისთვის უნდა მოახერხოს ბიზნესის
წარმოების პირობების კუთხით მსოფლიო ბანკის რეიტინგში 120-ე პოზიციიდან 50-ზე დაწინაურება,
ხოლო 2018 წლისთვის მე-20 პოზიციაზე გადასვლა. ამასთანავე, ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობას
დაავალა მთელი რიგი ეკონომიკური ღონისძიებების გეგმების შექმნა, რომლებიც 2030 წლამდე
იქნება გაწერილი.
პუტინის მითითებით, 2013 წლიდან
მთავრობის მონაწილეობით უნდა განხორციელდეს ყველა მსხვილი საინვესტიციო პროექტის აუდიტი.
2015 წლისთვის ინვესტიციების რაოდენობა 25%-ით უნდა გაიზარდოს, ხოლო 2018 წლისთვის
- 27%-ით.
Internet.ge