ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც
არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს, ბოლო სამი წლის განმავლობაში, საქართველოში
მუდმივად უნდა ცხოვრობდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებები
ახალი ფორმულირებით ყალიბდება. კერძოდ, პროექტის თანახმად, 2015 წლის 1–ელ იანვრამდე
არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ პირებმა, რომლებიც დაბადებულნი არიან
საქართველოში, აქ 10 წელი უცხოვრიათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად
ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ.
როგორც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ
სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი
ვადაა იმ პირთათვის, ვისაც საქართველოს მოქალაქეობა არ აქვს, რომ პოლიტიკური
პროცესის მონაწილე იყოს.
„ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი საზოგადოების რაღაც
ნაწილი საქართველოდან გავიდა და ამ, ან სხვა მიზეზით, პოლიტიკურ პროცესში ჩართული არ
არის“, – დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ ცვლილებების პირველი მოსმენით
განხილვა ხვალ, პლენარულ სხდომაზე მოხდება.
Internet.ge