საფრანგეთის ახალმა პრეზიდენტმა ფრანსუა
ოლანდმა აშშ-ის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერისგან მიწვევები უკვე მიიღო.
ბარაკ ობამამ, ოლანდს, თეთრ სახლში შეხვედრა
მაისში დაგეგმილ ნატოს სამიტამდე შესთავაზა, გერმანიის კანცლერმა კი, ის
მოლაპარაკებებისთვის ბერლინში მიიწვია.
მანამდე, ოლანდმა არაერთხელ განაცხადა, რომ
პირველ ვიზიტად ის სწორედ გერმანიას ეწვევა, რათა ევროპული საბიუჯეტო პაქტის
გადახედვას მიაღწიოს. ახალი პრეზიდენტი-სოციალისტი თვლის, რომ ფისკალური პაქტი არა
მარტო ეკონომიის, არამედ ეკონომიკური ზრდის სტიმულირების ზომებსაც უნდა მოიცავდეს.
თუმცა ანგელა მერკელი აცხადებს, რომ ევროკავშირის მიერ მიღებული საბიუჯეტო
დისციპილინის შესახებ დოკუმენტის გადახედვა არ მოხდება.
Internet.ge