GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საგარეო უწყება ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას პატივს მიაგებს
11:06 08.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს თარიღი, მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას წარმოადგენს.

„8 მაისს, მსოფლიო ფაშიზმზე გამარჯვების 67-ე წლისთავს აღნიშნავს. ეს ღირშესანიშნავი თარიღი წარმოადგენს მსოფლიოს ხალხთა და სახელმწიფოთა სოლიდარობისა და ერთიანობის უპრეცედენტო გამოვლინებას საყოველთაო ღირებულებებისათვის გმირულ ბრძოლაში, რომლის შედეგად კაცობრიობამ თავის მომაკვდინებელ საფრთხეზე სასახელო გამარჯვება მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის ტრაგიკულმა მოვლენებმა მსოფლიოს ხალხებს დაანახა ახალი საერთაშორისო სამართლის სისტემის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ძირშივე გამორიცხავდა მსგავსი გლობალური კატაკლიზმების გამეორებას და დედამიწაზე სტაბილურობისა და მშვიდობის გარანტი გახდებოდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს მიაგებს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულ მეომართა ხსოვნას, მშვიდობიანი მოსახლეობის მრავალრიცხოვან მსხვერპლს, რომელიც შეიწირა მეორე მსოფლიო ომმა და კიდევ ერთხელ ღრმა მადლიერებით აღნიშნავს ვეტერანთა თავდადებას და წვლილს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს წინაშე.

„ფაშიზმზე დიად გამარჯვებას კაცობრიობამ უდიდესი მსხვერპლის ფასად მიაღწია. არნახული მასშტაბის ომმა მილიონობით ადამიანი, მათ შორის, ასობით ათასი ჩვენი თანამემამულე შეიწირა. მეორე მსოფლიო ომში ქართველი მეომრები საკუთარი სამშობლოს ფარგლებს გარეთ, თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ისეთ ზოგადსაკაცობრიო იდეალებს, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და მშვიდობა. ქართველ ხალხს შეუძლია სამართლიანად იამაყოს, თავისი მეომრებით, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ამ საყოველთაო საქმეში“,- აცხადებენ სამინისტროში.  

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიყეზე გორან ბრეგოვიჩის კონცერტი გაიმართება1
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და იერუსალიმის პატრიარქის შეხვედრის ფოტორეპორტაჟი2
ახალი საფოსტო მარკები: მესტია, ბაკურიანი, გუდაური ...3
გონიო–სარფის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა4
ბიუჯეტის პროექტი პარლამენტში შევიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X