ოპოზიციონერი დეპუტატი გია ცაგარეიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ცაგარეიშვილმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ კალმახელიძეს ნდობა გამოუცხადა, საპატიმროში სამი ადამიანი დაიღუპა.
„ახლა რა პასუხს სცემთ იმ ჭირისუფლებს, რომელთა პატიმრები თქვენს მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ დაიუღუპნენ? საპატიმროებში კატასტროფული მდგომარეობაა და ამის იგნორირება
დაუშვებელია“, – განაცხადა დეპუტატმა.
Internet.ge