GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ქართული ოცნება“ იუსტიციის სამინისტროში პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა
13:52 08.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად დაარეგისტრირა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტია - „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. ამის შესახებ  ივანიშვილის ადვოკატის, ეკა ბესელიას, განცხადებაზე დაყრდნობით „ინტერფაქსი“ იუწყება. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერნეტ.ჯი"-ს კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა თინა ხიდაშელმაც დაუდასტურა.

"იუსტიციის სამინისტროდან გუშინ, მივიღეთ ოფიციალური წერილი პარტიის დარეგისტრირების შესახებ. "ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" დღეიდან ყველა სამართლებრივი ბერკეტი აქვს, რათა შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა",- განაცხადა ხიდაშელმა.

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ აპრილში დაარსდა. პარტიის პროგრამაში აღნიშნულია, რომ მისი პოლიტიკური საქმიანობა მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლისკენ.

სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, სწორედ ბიზნესმენის პარტია იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი კონკურენტი ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.


internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით1
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება2
საიამ ვაზაგაშვილისა და ხუბულოვის საქმეზე ახალი მტკიცებულებები წარმოადგინა3
მაია ფანჯიკიძემ გრიგოლ ვაშაძის მოადგილე თანამდებობაზე დატოვა4
სოზარ სუბარის ძმა პატიმრობიდან გათავისუფლდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X