„ახალი მემარჯვენეების“ მტკიცებით, სიღნაღის რაიონის სოფლებში, ტექნიკის სიმცირისა და საწვავის სიძვირის გამო ჩივიან. ამის შესახებ პატიის
ერთ-ერთმა წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა უკიდურესად შეწუხებულია საგაზაფხულო სამუშაოების მაღალი ღირებულებით. მიწების დიდი ნაწილი კი, ტექნიკის სიძვირისა და დიზელის საწვავის გამუდმებული გაძვირების გამო დაუმუშავებელი რჩება.
„ სოფლებში მიწის
დამუშავება
არარენტაბელური
გახდა. არადა სიღნაღის რაიონში და დანარჩენ საქართველოშიც სოფლებში გლეხი მიწის დამუშავების გარეშე ვერ იარსებებს და სრულად გაღატაკდება“ – აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფიქრია ჩიხრაძემ დღეს, სიღნაღის რაიონის სოფლებში– მაღარო, ნუკრიანი, მაჩხაანი, ანაგა– მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.
Internet.ge