9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში, მათ
შორის საქართველოში, ეს დღე, მეორე მსოფლიო ომში
ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების გამო აღინიშნება.
1945 წლის 8 მაისს, კარლჰორსტში, ფაშისტური გერმანიის გენერალ-ფელდმარშალმა ვილჰელმ კაიტეკმა უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერა ხალი. ხოლო 9 მაისს, საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს ქალაქი პრაღა. ამის შემდეგ, სწორედ ამ დღეს აღინიშნება დიდი სამამულო ომის დასრულება.
8 და 9 მაისი გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მეორე მსოფლიო ომის
მსხვერპლთა
ხსოვნის თარიღად 2004 წელს დააწესა.
1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე, გაიმართა გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი. 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა 1945 წლის 8 მაისს, სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, ხოლო უქმე დღედ
- 1965 წლის 26 აპრილს.
Internet.ge