GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ინგა გრიგოლია: რეიტინგი აჩვენებს, რომ სწორად შერჩეული კურსი გვაქვს
15:20 27.03.2012
დღის სიახლეები

ყოფილი ტელე-ჟურნალისტი და საკრებულოს დეპუტატი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ მისი პარტიის მაღალი რეიტინგი, ჟურნალისტური მოღვაწეობისა და სწორი პოლიტიკური ორიენტაციის დამსახურებაა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმედის მომცემი ჩვენთვის. იმედის მომცემი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში სერიოზულ შედეგს მივიღებთ. გარდა ამისა, ის ფაქტი, რომ პოლიტიკური ლიდერების ხუთეულში „ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის“ სამი წევრი მოხვდა, მეტყველებს, რომ პარტიას სწორი კურსი ჰქონდა. რაც უნდა გვლანძღონ და ტალახი გვესროლონ, ხელისუფლებამ თუ ოპოზიციურმა პარტიებმა, ეს შედეგები მეტყველებს, რომ ჩვენ გვაქვს სწორად შერჩეული გზა და ვაკეთებთ სწორ აქცენტებს“- აცხადებს გრიგოლია.

ყოფილი ტელეწამყვანი აღნიშნავს, რომ "ქდმ"-ს ლიდერთა რეიტინგი სტარტს მათი ჟურნალისტური მოღვაწეობიდან იღებს.

„ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, რომ "ქდმ"-ს პლუსია ჩვენ პარტიაში ყველა ძალიან ცნობადი სახე რომ არის. ხშირად დისკრედიტაციის მიზნით "ცნობილი ჟურნალისტების პარტიად" მოგვიხსენიებენ. ჩვენი სახელები და გვარები იმ პერიოდიდან მოდის, როცა ოპოზიციას ეძინა და არავინ არაფერს ამბობდა. იმ პერიოდში გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი საზოგადოებას აცნობდა ინფორმაციას, თუ რა ხდებოდა რეალურად ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ  რეიტინგი სტარტს იღებს სწორედ ჩვენი ჟურნალისტური მოღვაწეობიდან და შემდეგ გრძელდება იმით, რომ გვქონდა სწორი პოლიტიკური კურსი“- აცხადებს საკრებულოს დეპუტატი.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ საკრებულოს დეპუტატ ინგა გროგოლიას, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე მაღალი რეიტინგი აქვს. გრიგოლიას ამ თემის კომენტირება არ სურს და მხოლოდ მცირე განცხადებით შემოიფარგლება. „რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს ან სხვა პარტიებს, ამ თემის კომენტირების სურვილი არ მაქვს. მთელი ამ დროის განმავლობაში მათგან წამოსული ლაფის და ნიაღვრის მიუხედავად, ჩვენ არავის დავტაკებივართ და არ დაგვიწყია საპასუხოდ ტალახის სროლა. ამიტომ ამ საკითხზე არც კომენტარის გაკეთება მსურს“-ამბობს გრიგოლია. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ყვარელში დაკარგული მოხუცი გარდაცვლილი იპოვეს1
მთავრობის კანცელარიის უფროსად მაია ცქიტიშვილი დაინიშნა2
კაციტაძემ სიების დაზუსტების კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა3
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო4
ბიძინა ივანიშვილი ბოლნისის სიონში იმყოფებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X