კლინტონი: რუსეთს შეუძლია დემოკრატიზაციის გაგრძელება მოქალაქეთა უფლებების დაცვითა და პატივისცემით
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს,
რომ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება განაგრძობს ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესს და
დაიცავს მოქალაქეთა უფლებებს. ამის შესახებ ჰილარი კლინტონმა CNN-თან საუბარში განაცხადა.
„სატელევიზიო საინფორმაციო საშუალებებიდან
ვიცი, როგორი არეულობა გამოიწვია დემონსტრაციებმა რუსეთში. მე ვფიქრობ, ყველა რუსი
და ამ ქვეყნისადმი არაგულგრილად განწყობილი ადამიანი იმედოვნებს, რომ ახლა, როდესაც
პუტინის მმართველობა იწყება, რუსეთს შეუძლია დემოკრატიზაციის გაგრძელება მოქალაქეთა
უფლებების დაცვითა და პატივისცემით, მათთვის ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაში მონაწილეობის
საშუალების მიცემით,“ - აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.
მოსკოვში, 6 მაისს ოპოზიციის აქცია გაიმართა, სახელწოდებით „მილიონთა
მარში“, რომლის დროსაც 436 ადამიანი დააკავეს. მომდევნო დღებში, „აღმასრულებელ ხელისუფლებასთან
შეუთანხმებლად ღონისძიების ჩატარების მცელობის“ ბრალდებით, კიდევ ათეულობით მოქალაქე
დააკავეს.
internet.ge