GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნონო ბურჯანაძე და კახა კუკავა საპარლამენტო არჩევნებისთვის ალიანსს ქმნიან
14:09 09.05.2012
დღის სიახლეები

„თავისუფალი საქართველო“  და „დემოკრატიულ მოძრაობა“, შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამემენტო არჩევნებში, ერთ ბლოკად მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ  iTV-ის პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ბურჯანაძესთან ერთ ალიანსში ყოფნა საერთო ინტერესებისა და ხედვების შემდეგ გადაწყდა.

„ჩემსა და ნინო ბურჯანაძეს შორის საკვანძო საკითხებში იდენტური შეხედულებები არსებობს. ამიტომ, მესამე ძალის გამოჩენით, ქართული პარლამენტი მხოლოდ მოიგებს. დღევანდელი პარლამენტი ძალიან მოსაწყენი გახდა. ამის მიზეზი ერთიდაიგივე ხედვის ადამიანების, მათ შორის, ოპოზიციის არსებობაა. თუ ნინო ბურჯანაძე და „თავისუფალი საქართველო“,  თუნდაც უმცირესობით, იქნებიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, ამით ბევრს შესძენენ ქართულ პარლამენტს“,- განაცხადა კახა კუკავამ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა „ქართული ოცნების“ გარეთ დარჩენილ პოლიტიკოსებთან გაერთიანებაზე საუბარი. „თავისუფალი საქართველოს“  ლიდერი ამბობს, რომ ბურჯანაძე-კუკავას ალიანსი „ეროვნულ-დემოკრატიულ“ პარტიასთან არასოდეს ითანამშრომლებს.

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან. თუმცა „თავისუფალი საქართველო“ ისეთ პოლიტიკურ პარტიასთან, როგორიცაა „ედპ“და რომელიც იმას აკეთებს, რასაც ხელისუფლება უბრძანებს, არასდროს გავერთიანდებით“,- განაცხადა კუკავამ.

ამასთან, კუკავას განცხადებით, ძმებ გაჩეჩილაძეებთან მეგობრული დამოკიდებულების მიუხედავად, მათთან ალიანსის შანსიც მცირეა.

„უცხო არავისთვისაა, რომ ძმებ გაჩეჩილაძეებთან მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ არ მგონია, ჩვენ ერთ პარტიაში ვიყოთ, რადგან განსხვავებული შეხედულებები გვაქვს“,- განმარტა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აჭარის ოთხ სოფელში გზები ჩაიკეტა1
გუნარ ვიგანდი: იგივე კურსს გავაგრძელებთ და ყურადღებას მივაქცევთ პროგრესსა და შედეგებს2
მიწის ჩამოშლის შედეგად გარდაცვლილთა ცხედრები 5 საათიანი ძებნის შემდეგ აღმოაჩინეს3
ქდმ-ს მაჟორიტარი კანდიდატები მმართველ პარტიას ტელედებატებში იწვევენ4
ზუგდიდის გამგებლის „ქართულ ოცნებაში“ შესაძლო გაწევრიანება არ დასტურდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X