ყოფილი ტელეწამყვანი და საკრებულოს დეპუტატი, ინგა გრიგოლია, მასთან
დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციებზე „ინტერნეტ.ჯი“-სთან კომენტარს აკეთებს.
„გულწრფელად რომ გითხრათ, გადაწყვეტილი არ მაქვს წავალ თუ არა
პარლამენტში და ვიყრი თუ არა კენჭს საპარლამენტო არჩევნებში.
იყო საუბარი, რომ ჟურნალისტიკაში ვბრუნდები, ტელევიზიასთან
მიმართებაში, ამ ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი და არც მოლაპარაკებები
მიმდინარეობს. არც „მეცხრე არხთან“ და არც სხვა ტელეკომპანიებთან.
ახლა ტელევიზიაზე არ ვფიქრობ, წინ არჩევნებია და მინდა „ქრისტიან
დემოკრატები“ პარლამენტში ვნახო. ეს არის ახლა ჩემთვის ყველაზე მთავარი“- აცხადებს
გრიგოლია.
Internet.ge