GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კუკავა IRI-ისა და NDI-ის პოლიტიკურ რეიტინგებს უნდობლობას უცხადებს
15:09 09.05.2012
დღის სიახლეები

„თავისუფალი საქართველოს“  ლიდერი კახა კუკავა  ამერიკის გავლენიანი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტების - IRI-ისა და NDI-ის  კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.

როგორც კუკავამ iTV-ის პრესკლუბში სტუმრობისას,  „სანდო წყაროზე“ დაყრდნობით განაცხადა, NDI-ს კვლევის მიხედვით, „თავისუფალ საქართველოს“  გამოკითხული მოსახლეობის 14% უჭერს მხარს, თუმცა ეს მონაცემები ამერიკულმა ორგანიზაციამ არ გამოაქვეყნა.

"სარწმუნო და გადამოწმებული წყაროებიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ NDI-ს მიერ ჩატარებულ კვლევებში პარტია "თავისუფალ საქართველოს" აქვს 14%-იანი რეიტინგი, რაც არ გამოქვეყნებულა საპრეზენტაციო ვერსიაში. კატეგორიულად მოვითხოვთ აგრეთვე, IRI-ისა და შემსრულებელი კომპანიებისგან ოფიციალურ განმარტებას, იყო თუ არა კითხვარში შეტანილი პარტია "თავისუფალი საქართველო," ან მისი რომელიმე წევრი", - განაცხადა კუკავამ  და აქვე დასძინა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ამ ორგანიზაციების პროპაგანდას ეწევიან და მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ.

„სოციოლოგიაში 0 % - იც შედეგია, თუ კვლევისას "თავისუფალი საქართველო" შეტანილი იყო პარტიების ჩამონათვალში, მაშინ ეს შედეგი, თუნდაც ნული, უნდა დაფიქსირებულიყო. გამოდის, რომ მხოლოდ სამი პარტია („ნაციონალური მოძრაობა“, „ქართული ოცნება“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა") იყო ჩამონათვალში. სქართველოში ბევრი თუ არა, 30 % -ზე ცოტა ამომრჩეველი მაინც გვყავს, და თუ ეს ყველაფერი სიცრუე არ არის, რეალური შედეგი რატომ არ დადეს? მეტსაც გეტყვით, 11 წლის მანძილზე, როცა სისტემატიურად ედუარდ შევარდნაძე იგებდა არჩევნებს, სოციოლოგიურ გამოკითხვებს სწორედ IRI და NDI ატარებდა“,- დასძინა „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ილია მეორე მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით პანაშვიდს გადაიხდის1
დავით სერგეენკო: სასწრაფო დახმარების მომსახურების თანხა პოლისში ჩაიდება2
მზეზე მოსალოდნელი აფეთქება დედამიწას საფრთხეს უქმნის3
ბრუკლინელი მათხოვარი მილიონერი აღმოჩნდა4
ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე უნიკალური პრეცედენტი დაფიქსირდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X