“ლეიბორისტები”გორის ცენტრში სტალინის ძეგლის დაბრუნებას ითხოვენ.
ამის შესახებ პარტიის მიერ მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ
მისალოც განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ულოცავს საქართველოს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხებს, ევროპას, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. სოლიდარობას ვუცხადებთ ომის ყველა მონაწილესა და ვეტერანს. ამასთან სამარცხვინოდ მიგვაჩნია, ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში უმაღლესი მთავარსარდლის იოსებ სტალინის ძეგლი, მის მშობლიურ ქალაქ გორში ღამით, ჩუმად იქნა მოპარული და გადამალული“,-
ნათქვამია განცხადებაში.
პარტიის ლიდერი ანტი-ჰიტლერული კოალიციის წევრ სახელმწიფოთა მეთაურებისგან მოითხოვს „აიძულონ თავიაანთი კოლეგა საკააშვილი უკან დააბრუნოს მის მიერ ვანდალურად მოპარული გენერალი
სიმუსის
ძეგლი“- ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge