“ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარე
დავით გამყრელიძე და პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია აჭარის რეგიონში
იმყოფებიან და მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს პარტიის პრეს-სამსახურიდან
აცნობეს, დღეს
შეხვედრები შუახევის რაიონში გაიმართა.
"ახალი
მემარჯვენეების" ლიდერის განცხადებით ტრაქტორის დაქირავებისა და საწვავზე მაღალი ფასების გამო აჭარელი გლეხის მიერ
წარმოებული პროდუქცია თურქულთან შედარებით ძვირი და არაკონკურენტუნარიანია.
"ძალიან
მშრომელი აჭარელი გლეხი მეუბნებოდა, ადრე 20 ტონა კარტოფილს ვიღებდი, მაგრამ ახლა
5 ტონა მომყავს, იმიტომ რომ იმ ფასადაც ვეღარ ვყიდი, რაც ამ მოსავლის მოწევა
მიჯდებაო. საწვავს თუ გავუიაფებთ, გლეხი ისევ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის
წარმოების მოცულობის გაზრდაზე იქნება ორიენტირებული და უცხოურ პროდუქციასაც გაუწევს
კონკურენციას", - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
Internet.ge