GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კახა კუკავა აფხაზეთის დაბრუნებას რუსეთთან დიალოგით გეგმავს
16:45 09.05.2012
დღის სიახლეები

„საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებისა და აფხაზეთის საბოლოო დაკარგვას შორის პირდაპირი კავშირია.“  ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერმა, კახა კუკავამ  iTV-ის პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ინტერნეტ.ჯი“-ს კითხვაზე, თუ როგორია კახა კუკავას ხედვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემოერთების საკითხში, „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი ამბობს, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება მხოლოდ რუსეთთან დიალოგითაა შესაძელებელი.

„აფხაზეთის  დაბრუნება სამხედრო გზით შეუძლებელია - ეს აქსიომაა. აფხაზეთი შეიძლება დაბრუნდეს მხოლოდ რუსულ-ქართული დიალოგის შედეგად.  კომპრომისი შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთთან ერთად, ჩვენც გადავდგამთ შემხვედრ ნაბიჯებს და უარს ვიტყვით ნატოში გაწევრიანებაზე. 

თუ რუსეთი ხელს შეუწყობს საქართველოს იურისდიქციის აღდგენას სოხუმსა და ცხინვალში, მზად ვართ ჩრდილოატლანტიკურ სივრცეზე უარი ვთქვათ. დამერწმუნეთ, რუსეთს არ დაუპყრია აფხაზეთი მანდარინის გამო, უბრალოდ, ისინი ქვეყნის ნატოში დაჟინებულმა სწრაფვამ  გააღიზინა“,- განაცხადა კუკავამ.

„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი საკუთარი პარტიის სამოქმედო გეგმასაც რუსეთთან ურთიერთობას უკავშირებს.  

„ვხვდებოდი რუსეთის მართველ და საპარლამენტო პარტიებს და მომავალშიც შევხვდები. ამასთან, პოლიტიკური პროგრამა ჩვენი პარტიის გარადა არც ერთ პოლიტიკურ სუბიექტს არ გააჩნია. სხვები მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის გეგმებზე საუბრობენ და მათი სტრატეგია აშშ-ს ერთგულებაა. ჩვენ მხარს ვუჭერთ რუსეთთან დიალოგს, რუსული ბაზრის გახსნას. ამ მხრივ, ჩვენ გარკვეულ შედეგებს მივაღწიეთ და ქართულ ლიმონათს ონიშენკომ რუსული ბაზარი გაუხსნა“,- განმარტა კახა კუკავამ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო: გელა მთივლიშვილს პოლიციის შენობა იძულებით დაატოვებინეს1
ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები ტერიტორიებისთვის დავას იწყებენ2
„ნაციონალურ მოძრაობას“ ხაშურში მაჟორიტარობის კანდიდატი აღარ ეყოლება3
რუსეთის საგარეო უწყებას საქართველოში ქუჩის აქციები სურს4
ტელეკომპანია CNN-ის რეპორტაჟი ქალაქ ლაზიკადან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X