იერუსალიმის წინააღმდეგ ორი მილიონი არაბი ილაშქრებს
15:56 27.03.2012
|
დღის სიახლეები
|
„გლობალური მარში იერუსალიმზე“ - აქციის ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ მასში მონაწილეობას 2 მილიონი არაბი მიიღებს. აქციის მიზანია „ხაზი გაესვას ისრაელის არაბულ ხასიათს“.მარშის გენერალურმა კოორდინატორმა, რიბხი ხალუმ, პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ აქციაში 80 სახელმწიფოს მოქალაქეა ჩართული, ღონისძიების მომზადებით კი 64 ქვეყნის 700 ორგანიზაცია, ფონდი და ინსტიტუტია დაკავებული.ხალუმ ზოგიერთი დეტალიც გააჟღერა:ლიბანი და იორდანია ისრაელის საზღვებისკენ დემონსტრანტების ტალღას მიმართავს. ეგვიპტეში კი, ქაიროს ცენტრიდან გიზის პირამიდამდე, „სოლიდარობის მარათონის“, ორგანიზება მოხდება. მასობრივი მანიფესტაციები ჩატარდება რელიგიურ უნივერსიტეტ აზ-აზხარში.თავად ისრაელში, იქაური არაბები, არაბული მიწების კონფისკაციის გამო დემონსტრაციებს ჩაატარებენ.დაგეგმილი აქციის ზოგიერთი მონაწილე უკმაყოფილოა მარშის „თავშეკავებული“ ხასიათით და იერუსალიმზე „ჭეშმარიტი, გამათავისუფლებელი მარშის“ მოწყობას მოითხოვს.სირიელი პალესტინელები ამბობენ, რომ „ ადგილობრივ სიტუაციასთან შესაბამისად იმოქმედებენ“. მარშში მოანწილეობას მიიღებს ანტისიონისტური ებრაული სექტა „ნეტურეი-კარტა“.ისრაელმა უკვე დაუგზავნა გაფრთხილებები სირიის, ლიბანის, იორდანიის, პალესტინისა და ღაზაში ჰამასის ხელმძღვანელობებს, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ებრაული სახელმწიფოს საზღვრებთან სიტუაციის ესკალაციას.internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|