საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ
სააკაშვილმა დღეს, ახალციხეში, ძველ უბან
რაბატში ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
რაბატის ციხის რეაბილიტაციის ფარგლებში განახლდება მინარეთი, ჯაყელების სასახლე, აბანოები და ციტადელი. უძველესი ციხესიმაგრე ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს.
მიხეილ
სააკაშვილის განცხადებით, ახალციხე, კონკურენციის გარეშე, მთავარი ტურისტული
ცენტრი იქნება.
„ამის
კონკურენტია იტალიასა და ესპანეთში ერთი-ორი ადგილი. ჩვენ
კიდევ არ გვაქვს
გაცნობიერებული, რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება აქ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
Internet.ge