ვლადიმერ
პუტინის პრეს-მდივანი დიმიტრი პესკოვი, რომელიც ტრადიციულად, აგრესიულ განცხადებებს
აკეთებს რუსეთის ოპოზიციის მიმართ, ამჯერად ასეთ წინადადებას აყენებს: „გავსრისოთ
მომიტინგეების ღვიძლი ასფალტზე“.
სახელმწიფო
დუმის ინფორმაციის პოლიტიკის კომიტეტის წევრი, დეპუტატი „სპრავედლივაია როსიადან“
ილია პონომარიოვი თავის ბლოგზე ინტერნეტში პესკოვის პასუხს ციტირებს კითხვაზე, -
ზედმეტი ხომ არ მოუვიდა მას, როცა ტელეკომპანია „დოჟდის“ ეთერში განაცხადა, რომ
ომონს, 6 მაისს მომიტინგეთა მიმართ უფრო
მკაცრად უნდა ემოქმედა.
პესკოვმა
პონომარიოვს უპასუხა: „კიდევ რბილად იყო ნათქვამი. დაჭრილი ომონელის გამო,
მომიტინგეების ღვიძლი მთელ ასფალტზე უნდა გავსრისოთ“.
ისღა
დაგვრჩენია ვივარაუდოთ, რომ პესკოვის ექსტრემისტული გამონათქვამი მისი პირადი
აზრია და თავად პრეზიდენტი შორს დგას თავისი სისხლისმსმელი პრეს-მდივნის პოზიციისგან
- წერს „არგუმენტი რუ“.
Internet.ge