ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეები დღეს, ოკუპირებულ აფხაზეთში
ჩავლენ, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს ვიაჩისლავ ჩირიკბას შეხვდებიან.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებმა, საგარეო უწყებაში შეხვედრები უკვე გამართეს.
ისინი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ მიიღო.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთო-ს თავმჯდომარეობის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი არიან.
Internet.ge